ლილმა ევროპის ექვს სხვა ქალაქთან, მათ შორის, პორტუსთან კონკურენციაში გაიმარჯვა.

ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტის ამ არჩევანის შესახებ კომენტარი გააკეთა ნიდერლანდელმა ევროპარლამენტარმა, დირკ გოტინკმა, რომელიც ევროპარლამენტში მოლაპარაკებების საკითხებზეა პასუხისმგებელი.

მისი თქმით, ყველა განაცხადი „ძალიან კარგი და კარგად მომზადებული“ იყო, ლილის უპირატესობა კი იმაში გამოიხატა, რომ „ევროპის საკომუნიკაციო მარშრუტების გზაჯვარედინზე მისმა სტრატეგიული მდებარეობამ“ ეს ქალაქი „საბაჟო სტრუქტურებისთვის ბუნებრივ ცენტრად აქცია“.

ევროკომისიის ინფორმაციით, ევროკავშირის ახალი საბაჟო ორგანოს (EUCA) მიზანია, მხარი დაუჭიროს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნულ საბაჟო უწყებებს და უზრუნველყოს ეფექტური საბაჟო გადასახადების დაწესება, რაც ხელს შეუწყობს უკანონო ან სახიფათო პროდუქტებისგან ვაჭრობისა და ერთიანი ბაზრის დაცვას.

ევროკავშირს 30-ზე მეტი დეცენტრალიზებული სააგენტო აქვს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაშია გადანაწილებული. მათგან ორი - ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტო და ნარკოტიკების საკითხების სააგენტო - ლისაბონში მდებარეობს.

წყარო: 1 არხი