ჩემი მთავარი რჩევა მობილობის შესამცირებლად არის ის, რომ, გადავანაწილოთ სამუშაო საათები, რომ ყველას ერთად არ უწევდეს ქუჩაში გასვლა - ამის შესახებ დავით მესხიშვილმა  სარეაბილიტაციო სამუშაოებისას დედაქალაქის ქუჩების გადატვირთვის თემაზე საუბრისას „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„თუ გვინდა რომ გზების გადატვირთვა თავიდან ავიცილოთ, დედაქალაქის შემთხვევაში მობილობის პოლიტიკა ცალკე არის შესამუშავებელი. ძალიან ბევრი ადამიანია თავმოყრილი თბილისში. ერთის მხრივ, ამდენი ავტომობილი არასდროს ყოფილა დედაქალაქში, მეორეს მხრივ კი, ინფრასტრუქტურა ვერ დახვდა მზად და შეიძლება, ვერც ვერასდროს იყოს მზად, რადგან ჩვენი ინფრასტრუქტურული მემკვიდრეობა არ იძლევა ბევრი ვარიაციის და გადაკეთების საშუალებას. ჩემი მთავარი რჩევა, თუ რა ღონისძიებები უნდა გატარდეს მობილობის შესამცირებლად არის ის, რომ, გადავანაწილოთ სამუშაო საათები, რომ ყველას ერთად არ უწევდეს ქუჩაში გასვლა და ასევე შესაძლებელია არსებობდეს პროფესიების ჩამონათვალი, რომელთათვისაც გადაადგილება არ იყოს სავალდებულო და დისტანციურად მოხდეს მუშაობა. ამ ღონისძიებებს თან ერთვის, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის საკითხი, რომელიც უნდა იყოს განვითარებული, საკმარისი რაოდენობის და ა.შ“ - განაცხადა დავით მესხიშვილმა.