FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მაუწყებლობის უფლება საქართველოში Setanta Sports-მა მოიპოვა.
კომპანიის მენეჯმენტის განცხადებით, ტურნირის ყველა მატჩის რეპორტაჟს მაყურებელს სატელევიზიო არხებსა და „სტრიმინგ“ პლატფორმა setantasports.com-ზე შესთავაზებენ.
„OTT პლატფორმაზე ტურნირის ყველა თამაში უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი. ამისთვის მომხმარებლებს მხოლოდ მარტივი რეგისტრაცია დასჭირდებათ.setantasports.com-ზე მატჩების უფასო ტრანსლირების შესახებ გადაწყვეტილება განპირობებულია კომპანიის სურვილით, გაზარდოს წვდომა მსოფლიოს უდიდეს საფეხბურთო ტურნირზე და კიდევ უფრო დაუახლოვოს ის გულშემატკივრებს მთელი საქართველოს მასშტაბით“, - აცხადებს Setanta Sports.
როგორც კომპანიის მენეჯმენტი განმარტავს, საფხებურთო მატჩების ტრანსლაცია ხელმისაწვდომი იქნება ტელეკომპანია „რუსთავი 2-ზეც“.
ცნობუსთვის, მსოფლიო ჩემპიონატი 11 ივნისს აიღებს სტარტს და 19 ივლისამდე გაგრძელდება.
გახსნითი მატჩი მექსიკასა და სამხრეთ აფრიკას შორის თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.