„ევროპული სკოლის” საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამის (IB DP) მოსწავლე თამარ მაღლაკელიძე ჩაირიცხა მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის Sciences Po-ს საბაკალავრო პროგრამაზე (Mediterranean and Middle-East Minor).
ცნობისთვის, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით Sciences Po ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტია.
„თამარის ჩარიცხვა ასეთი მაღალი რეპუტაციის მქონე უნივერსიტეტში ხაზს უსვამს მის განსაკუთრებულ აკადემიურ შესაძლებლობებს.
გილოცავთ, თამარ! “ევროპული სკოლა” ამაყობს შენით!“, - წერს „ევროპული სკოლა” სოციალურ ქსელში.