საქართველოს სასურსათო ბაზარზე უმაღლესი, ევროპული ხარისხის პროდუქტის დეფიციტი ყოველთვის იყო. სწორედ ამ დანაკლისმა განაპირობა, რომ 2004 წელს საქართველოს ბაზარზე ყველაზე ცნობილი ევროპული ბრენდების დისტრიბუტორი “ევროპროდუქტის” მაღაზიები გამოჩნდა. ორგანიზაცია სხვადასხვა სასურსათო მაღაზიებს ევროპული ბრენდის “ვალიოს” პროდუქციას აწვდიდა. ზუსტად 10 წლის შემდეგ, 2014-ში, თბილისში კომპანიის პირველი ფილიალი გაიხსნა. დღეს კი “ევროპროდუქტი” 35 ფილიალითაა წარმოდგენილი როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში.
კომპანიისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლის ინდივიდუალური მოთხოვნების დაკმაყოფილება და სწორედ ამიტომ, მაღაზიათა ქსელში მრავლად შეხვდებით ვეგანურ, ორგანულ, უგლუტენო, ულაქტოზო და უშაქრო საკვებს.
“ევროპროდუქტის” ქსელში შეხვდებით ექსკლუზიურ პროდუქციას ისეთი ბრენდებისგან, როგორიცაა:
Starbucks - 1971 წელს სიეტლში დაარსებული კომპანია, რომელსაც ამერიკის მასშტაბით დღესდღეობით უამრავი მომხმარებელი ჰყავს. “ევროპროდუქტში” ხელმისაწვდომია “სტარბაქსის” ცივი ყავა შუშის ბოთლებსა და ჭიქაში.
- Arla - დანიურ-შვედური რძის პროდუქტების კომპანია, რომელიც “ევროპროდუქტის” სუპერმარკეტების ქსელში მომხმარებელს სხვადასხვა ტიპის ყველს, ნაღებსა და შოკოლადის სასმელს სთავაზობს.
- Fazer - ფინური საკვები პროდუქტების კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე ბომბონერებითა და სხვადასხვა არომატის შოკოლადის ფილებითაა წარმოდგენილი.
- Vergani - “ევროპროდუქტში” Vergani-ს შოკოლადებს, შოკოლადის კანფეტებსა და ნუგას შეხვდებით.
- Elpozo - ესპანური ძეხვეულისა და ხორცპროდუქტების კომპანია, რომელიც ქართველ მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის ძეხვს, სოსისებსა და ლორს სთავაზობს.
- Dardanel - თურქული ზღვის პროდუქტების იმპორტიორი კომპანია, რომლის პროდუქცია ხელმისაწვდომია როგორც ნედლი, ისე გაყინული და დაკონსერვებული ფორმით.
- Oshee - ვიტამინებით გაჯერებული სნექებისა და სასმელების პოლონური კომპანია, რომლის კატალოგშიც მატონიზირებელი წყლები, პროტეინის შემცველი ბატონი, ცივი ჩაი და ენერგეტიკული სასმელები შედის. ქართველ მომხმარებელში განსაკუთრებული პოპულარობით ვიტამინის შემცველი წყლები და ბატონი სარგებლობს.
სასურველი პროდუქტების შესაძენად შეგიძლიათ გამოიყენოთ “ევროპროდუქტის” ონლაინ მაღაზია ან ეწვიოთ მაღაზიის რომელიმე ფილიალს. სუპერმარკეტები ხელმისაწვდომია თბილისში, წყნეთში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, თელავში, ბაკურიანსა და ზუგდიდში.
(R)