„ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტები ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან არსებული მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე გაცვლითი პროგრამით საზღვარგარეთ სხვადასხვა წამყვან უნივერსიტეტებში ისწავლიან.
დაუგავპილსის უნივერსიტეტი (ლატვია) შემოდგომის სემესტრში „ევროპის უნივერსიტეტიდან" ინფორმატიკის მესამე კურსის სტუდენტებს - კახა ფუტკარაძეს და გიორგი ბერულავას მიიღებს.
ავსტრიაში, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში ერთ სემესტრს გაატარებს ნატა ლურსმანაშვილი, რომელიც „ევროპის უნივერსიტეტში" მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს.
სამივე მათგანი მიმღებ უნივერსიტეტში თავისივე მიმართულებაზე სრული დაფინანსებით ისწავლის და სხვა ხარჯებისთვის სტიპენდიასაც მიიღებს.
მემორანდუმების ფარგლებში, „ევროპის უნივერსიტეტი" 32 ქვეყნის 80-ზე მეტ უცხოურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობს, რომელთაგან 50-მდე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებშია.
„ერაზმუს+" გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს ყოველ სემესტრულად აქვთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ შესარჩევ კონკურსში და მათთვის სასურველ ქვეყანაში ისწავლონ.
„ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტების პირველი ნაკადი 31 აგვისტოს გაემგზავრება.
„ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტების პირველი ნაკადი „ერაზმუს+" გაცვლითი პროგრამით სასწავლებლად ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მიემგზავრება
"მიღწეულია რიგი შეთანხმებები" - ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრა დასრულდა
სირიასთან ახალ შეთანხმებაზე მსჯელობა უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებასაც ეხება - კაია კალასი
სუვერენულად რომ მოქმედებდეს ევროპული ბიუროკრატია, ამ შემთხვევაში საქართველოსთან ურთიერთობის გაღრმავება, რა თქმა უნდა, იქნებოდა მისი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი – ირაკლი კობახიძე
თბილისის მერიის ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის დირექტორი, გელა ძიძიკაშვილი დააკავეს - TV pirveli
საქართველო, ეკონომიკური ზრდის ტემპით, არა უბრალოდ უსწრებს ევროკავშირის ყველა წევრ და კანდიდატ ქვეყანას, არამედ უსწრებს რამდენჯერმე - შალვა პაპუაშვილი