ოკუპირებული აფხაზეთის მთელ ტერიტორიას ელექტროენერგია არ მიეწოდება - ამის შესახებ TASS-ს „ჩერნომორენერგოს“ პრესსამსახურში განუცხადეს.

„ენგურჰესმა“, რომელიც აფხაზეთს ამარაგებს, მუშაობა შეაჩერა. შუქი არ არის რესპუბლიკის ტერიტორიაზე", - განუცხადეს სააგენტოს „ჩერნომორენერგოში“.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ კომპანია „ჩერნომორენერგოში“ აცხადებდნენ, რომ 9 დეკემბრიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდება ღამით არ გაითიშება, დღისით კი, 07:00 საათიდან 21:00 საათამდე, თითოეულ რაიონში ორჯერ 2 საათის და 20 წუთის განმავლობაში ჩაირთვება სხვადასხვა დროს.