"ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას,“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.
მარიამ ქვრივიშვილმა საკუთარი არჩევანი თბილისში, საბურთალოს ოლქის მესამე უბანზე გააკეთა.
"ხმა მივეცი დედაქალაქის მომავალ მერს, უალტერნატივო კანდიდატს. [...] დღეს ჩვენი საზოგადოება მორიგ ჯერზე გააკეთებს გონივრულ არჩევანს და 4 წლის თავზე ჩვენ ვნახავთ კიდევ უფრო მეტად განვითარებულ, კეთილდღეობითა და მშვიდობით სავსე ყველა მუნიციპალიტეტს,“ - აღნიშნა მინისტრმა.