მძევლების გათავისუფლების შესახებ „ჰამასის“ მიერ გამოხატული მზადყოფნა იმედის მომცემია, - ასე ეხმაურება ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ღაზაში ომის დასრულების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმაზე „ჰამასის“ პასუხს.
„დონალდ ტრამპის ბოლო წინადადების საფუძველზე მძევლების გათავისუფლებისა და ჩართულობის შესახებ „ჰამასის“ მიერ გამოხატული მზადყოფნა იმედის მომცემია. ამ მომენტის გამოყენება უნდა მოხდეს. ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა და მძევლების გათავისუფლება შესაძლებელია. ევროპა ხელს შეუწყობს ყველა ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვის დასრულებას და მხარს დაუჭერს მშვიდობის მიღწევის ერთადერთ გზას, ორი სახელმწიფოს პრინციპზე გადაწყვეტას“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.
განცხადება გაავრცელა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმაც.
„გენერალური მდივანი მიესალმება „ჰამასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც ის მძევლების გათავისუფლებისა და ჩართულობის შესახებ მზადყოფნას გამოხატავს. მდივანი ყველა მხარეს მოუწოდებს, რომ ღაზაში ტრაგიკული კონფლიქტის დასასრულებლად ეს შესაძლებლობა გამოიყენონ“, - აღნიშნულია განცხადებაში.