პროდიუსერი, რეპერი და კომპოზიტორი შონ Diddy კომბსი სასამართლომ პროსტიტუციისთვის ხელის შეწყობის ორ საქმეზე დამნაშავედ ცნო.

55 წლის რეპერს სასამართლომ 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მაგრამ ვინაიდან კომბსი 2024 წლის სექტემბრიდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, ციხეში მხოლოდ 3 წელს გაატარებს.

განაჩენის გამოტანამდე კომბსი სასამართლოში სიტყვით გამოვიდა. მან ბოდიში მოუხადა თავის ყოფილ მეგობარ ქალებს, მეგობრებსა და ოჯახის წევრებს და თავის საქციელს "ამაზრზენი, სამარცხვინო და არაჯანსაღი" უწოდა. მუსიკოსმა ასევე აღნიშნა, რომ მისი შვილები "უკეთესს იმსახურებენ" და რომ დედას, როგორც შვილმა იმედები გაუცრუა.

რეპერის წინააღმდეგ რამდენიმე საქმე იყო აღძრული, მას სამუდამო პატიმრობა ემუქრებოდა, თუმცა არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, კომბსი უფრო სერიოზულ, სექს ტრეფიკინგისა და გამოძალვის საქმეებზე გაამართლეს.