საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ არჩევანის გაკეთება გაუმარტივდა.
როგორც მან საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ მედიას განუცხადა, ერთ მხარეს არის მშვიდობა, განვითარება, სტაბილურობა. სამწუხაროდ, მეორე მხარეს არის არეულობა, დაპირისპირება, პოლარიზაცია.
"გამოვხატე ჩემი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. ვიქნები გულწრფელი საზოგადოებასთან, არჩევანის გაკეთება ნამდვილად გამიმარტივდა. ვიცით, რომ ერთ მხარეს არის მშვიდობა, განვითარება, სტაბილურობა. სამწუხაროდ, მეორე მხარეს არის არეულობა, დაპირისპირება, პოლარიზაცია. დარწმუნებული ვარ, ჩვენს საზოგადოებასაც არ გაუჭირდება არჩევანის გაკეთება",- ამბობს ყაველაშვილი.