DRG მოდელმა შეიძლება შეანელოს ბაზარზე ახალი ტექნოლოგიების შემოტანა და შექმნას გარკვეული სერვისების დეფიციტი. ინფორმაცია Galt&Taggart-ის კვლევაშია აღნიშნული.
საქართველოს მთავრობამ 2023 წლის იანვრიდან საყოველთაო დაფინანსების ახალი მოდელი - დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფები (DRG) შემოიღო. DRG მოდელი ანაზღაურებას პაციენტის დიაგნოზისა და თანმდევი ფაქტორების (მაგ. ასაკი, სქესი, ჯანმრთელობის გართულებები და ა.შ.) გათვალისწინებით განსაზღვრავს.
„მოსალოდნელია, რომ DRG მოდელი გაზრდის სექტორის ეფექტურობასა და მდგრადობას, გააუმჯობესებს გამჭვირვალობას, შექმნის კლინიკებს შორის ჯანსაღ კონკურენციას, დაეხმარება კონსოლიდაციას და შეამცირებს ბაზრის ფრაგმენტულობას.
DRG მოდელს თან ახლავს რისკები. ხარისხის არასაკმარისი კონტროლის შემთხვევაში, თუ ხარჯების შემცირების მოტივაცია მაღალი იქნება, DRG-მ შესაძლოა შეამციროს პაციენტზე ზრუნვის ხარისხი. გარდა ამისა, მოდელმა შეიძლება შეანელოს ბაზარზე ახალი ტექნოლოგიების შემოტანა და შექმნას გარკვეული სერვისების დეფიციტი“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.