ევროპის მოგზაურობის სექტორი 2025 წლის ზაფხულის სეზონის განმავლობაში მდგრადობას ინარჩუნებდა. მოგზაურები კონტინენტზე ახალი მიმართულებების აღმოჩენას განაგრძობდნენ ფასების ზრდის, უკიდურესი სიცხისა და მოგზაურობის ცვალებადი რეჟიმის მიუხედავად. ევროკომისიის მიმდინარე წლის მესამე კვარტალის ტურიზმის ანგარიშის თანახმად, რეგიონში საერთაშორისო ჩასვლების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 3%-ით გაიზარდა, ხოლო ღამის თევით ვიზიტების რაოდენობა 2.7%-ით.

მოსალოდნელია, რომ მოგზაურთა ხარჯები, სავარაუდოდ, წელს 9.9%-ით გაიზრდება, მოგზაურობის ბიუჯეტი კი მომხმარებელთა მთლიანი ხარჯების 3.1%-ს შეადგენს, რაც როგორც 2024 წლის დონეს, ასევე პანდემიამდელ გრძელვადიან საშუალო მაჩვენებელზე მეტია.

კვლევამ აჩვენა, რომ 34 ევროპული დანიშნულების ადგილიდან 30-ში პიკის სეზონზე ჩასვლების და/ან ღამის თევის ზრდა დაფიქსირდა. ამგვარად, სამხრეთ ხმელთაშუა ზღვაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა მალტა (+12%), კვიპროსი (+10%), ესპანეთი (+4%) და პორტუგალია (+2%). ჩრდილოეთ ევროპაში ექსპერტები აღნიშნავენ ნორვეგიას (+14%), ისლანდიას (+3%), ფინეთს (+14%), ლატვიას (+7%) და ესტონეთს (+4%). ცენტრალურმა და აღმოსავლეთ ევროპამ გაიმყარა პოზიციები კონკურენტული ფასების წყალობით, ტურისტული ნაკადის ზრდის მხრივ ლიდერები იყვნენ პოლონეთი (+13%) და უნგრეთი (+9%). ამის საპირისპიროდ, გერმანიაში (-2%) და თურქეთში (-1%) უმნიშვნელო კლება დაფიქსირდა ისეთი ფაქტორების გამო, როგორიცაა გასული წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი და გაზრდილი საოპერაციო ხარჯები.

ვრცლად buyingbusinesstravel – ზე