ჩვენი პროგნოზით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.6 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს 2025 წელს, ხოლო 4.9 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზრდება 2026 წელს, - ინფორმაციას Galt&Taggart ავრცელებს.
როგორც საინვესტიციო ბანკი აღნიშნავს, მათი შეფასებით, 2025 წლის ოქტომბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 4.0%-ით გაიზარდა და 420 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
„ჯამურად, 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.06 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა (+5.0% წ/წ), ჩვენი შეფასებით“, - წერია ყოველკვირეულ მიმოხილვაში.