სურსათის ეროვნულ სააგენტოში შეხვედრა გაიმართა ცხოველთა თავშესაფრების წარმომადგენლებთან, რომლებიც სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან კოორდინაციით,  მთელი საქართველოს მასშტაბით, უფასოდ განახორციელებენ უპატრონო/მიკედლებული ძაღლების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, სტერილიზაცია/კასტრაციას, ტესტირებას სხვადასხვა დაავადებაზე.

შეხვედრის მონაწილეებმა ღონისძიებების გრაფიკი განიხილეს და დაინტერესებულ მხარეებთან საინფორმაციო შეხვედრების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებული პატრონიანი ძაღლების აღრიცხვა და მეპატრონეებზე პასუხისმგებლობის დაკისრება, რაც მაქსიმალურად შეამცირებს ძაღლების ქუჩაში მიტოვების შემთხვევებს; ქუჩაში უკვე არსებული უპატრონო ძაღლების სტერილიზაცია/კასტრაცია და მიკვლევადობა კი, უზრუნველყოფს პოპულაციის შემცირებასა და შინაური ცხოველების, ასევე ადამიანთა ჯანმრთელობის, უსაფრთხოებასა და სიცოცხლის დაცვას.

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს