თელასის ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 29 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), აბულაძის, ყიფშიძის და მიქელაძის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი კრწანისის მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების, სოფელი დიღმის "ნატბეურების" დასახლების, სამხედრო გზატკეცილის, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ფატმანის, ვეფხისტყაოსნის, მეფე მირიანის, ტარიელის, გიორგი ბრწყინვალეს, მეფე არჩილის, დემეტრე თავდადებულის, ჭანდრის, გიორგი გეხტმანის, პეტრე იბერის, სკარ შმერლინგის, შაქარიშვილის, პეტრიწის, სერგი ცხაკაიას, ალექსანდრე ჯავახიშვილის, შალვა ახალციხელის, მარკო პოლოს და ბაგრატ III ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.