საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International საქართველოში მედიის თავისუფლების კუთხით არსებულ ვითარებას აფასებს და ანგარიშში წერს, რომ  ქართველი ჟურნალისტები სულ უფრო ხშირად ხდებიან ხელისუფლების მხრიდან თავდასხმების მსხვერპლი. ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს მზია ამაღლობელის საქმეზეც.

"ქართული მედია მთავრობის მიერ,  მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ თავდასხმის წინა ხაზზე აღმოჩნდა. პოლიციამ სპეციალურად ჟურნალისტები დასაჯა, რათა ხელი შეეშალა მათთვის პროტესტის გაშუქებაში, მათ შორის უკანონო ძალის გამოყენებით. ცნობილი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რომელიც შეუერთდა მომიტინგეებს, ამჟამად სისხლის სამართლის წესით დაკავებულთა შორისაა. მთელ რეგიონში სანდო ინფორმაციაზე წვდომა მცირდება, ხოლო დეზინფორმაცია სულ უფრო მეტად დომინირებს საზოგადოებრივ სივრცეში" - წერს ორგანიზაცია.

ცნობისთვის, 3 მაისი პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეა.  წელს პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული მედია პრესის თავისუფლების დღეს პატიმარი ჟურნალისტით შეხვდა.