ინფორმაციას, რომლის მიხედვით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სანქცირებული შვილი, ეკატერინა ვინუკოროვა მეუღლესთან და მეგობრებთან ერთად, ქორწილის გადასახდელად ახაშენსა და ყვარელში იმყოფება, აღნიშნული ტურისტული ობიექტები განცხადებით ეხმაურებიან.

„ვეხმაურებით მედიაში გავრცელებულ დეზინფორმაციას. ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია ჩვენს სასტუმროში ლავროვის შვილის სტუმრობასა და საქორწილო ღონისძიების გამართვასთან დაკავშირებით არის ტყუილი და მიზანმიმართულად გავრცელებული პროვოკაცია. სასტუმრო „ახაშენი ღვინის კურორტსა და სპას“ ლავროვის გვარით დაჯავშნილი სტუმარი არ ჰყავს“. – წერია  სასტუმრო „ახაშენის“ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაცია ასევე უარყო სასტუმრო „ყვარლის ტბამ“.

"გვსურს გამოვეხმაუროთ დეზინფორმაციას, რომელიც მედიაში ვრცელდება! ვაცხადებთ, რომ ლავროვის შვილის სტუმრობა ყვარლის ტბაზე არ შეესაბამება სიმართლეს, არც ლავროვის გვარით გვიფიქსირდება სტუმარი და არც აქამდე დაფიქსირებულა. სამწუხაროდ მედიის საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც არ შეესამება სიმართლეს"! – წერია  Kvareli Lake Resort-ის განცხადებაში.