30-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივი განცხადებით სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებენ დროული რეაგირება ჰქონდეთ რეაგირება და აღკვეთონ სიძულვილით მოტივირებული დანაშაული. ეს განცხადება ორგანიზაციებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერ ზურა ჯაფარიძესა და "ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტის" ბანაკში მყოფ ადამიანებზე თავდასხმის შემთხვევებთან დაკავშირებით გაავრცელეს - სამივე შემთხვევა დღეს, 17 ივნისს მოხდა.