სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს ქვეყანა 20-დან 29 წლამდე ასაკის 31 828-მა ადამიანმა დატოვა.

საქსტატის ინფორმაციით, საქართველოდან ყველაზე მეტი, 17 105 ემიგრანტი 25-29 წლის ასაკობრივ სეგმენტს წარმოადგენს, ხოლო 20-24 წლის ასაკის 14 723 ადამიანი წავიდა ემიგრაციაში.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2025 წელს საქართველოდან ემიგრაციაში სულ 114 374 ადამიანი წავიდა, მათ შორის 68 152 კაცი და 46 222 ქალი.