VELI.store სხვადასხვა კომპანიასთან კოლაბორაციით განაგრძობს შეთავაზებებს და ამჯერად თიბისისთან ერთად კიდევ ერთ აქციას გთავაზობს. იშოპინგე 13 და 14 თებერვალს ველიზე და დაიბრუნე თანხა. ახალი აქციით ველი ცდილობს თიბისისთან ერთად წამყვანი ბრენდების პროდუქცია კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადოს.

13 და 14 თებერვალს გადაიხადე ახალი თიბისი ბარათით ან ერთგული საკრედიტო ბარათითVELI.store-ის აპლიკაციაში ან ვებგვერდზედა დაიბრუნე გადახდილი თანხის 30%,  მაქსიმუმ 100 ლარი მომენტალურად. ხოლო ახალი თიბისი კონცეპტ ბარათით გადახდისას მაქსიმუმ 150 ლარი. ქეშბექით სარგებლობა შეგიძლია რამდენჯერმე, სანამ თანხის მაქსიმალურ 100 ან 150 ლარიან ლიმიტს სრულად არ გამოიყენებ.

აქციაში მონაწილეობის მისაღებად, დაამატე თიბისის ბარათი აპლიკაციაში ან ვებგვერდზედა გადაიხადე თიბისის გადახდის არხით. შეთავაზება ვრცელდება სრულ პროდუქციაზე. ხოლო, დაბრუნებული თანხა ერთგულის ყულაბაში დაგერიცხება, საიდანაც მის გადატანას ნებისმიერ ანგარიშზე შეძლებ.

 

შეარჩიე სასურველი ნივთები შენთვის ან საყვარელი ადამიანისთვის:

სილამაზისა და თავის მოვლის წამყვანი ბრენდების ტექნიკა

VELI.store-ზე წარმოდგენილია თავის მოვლის ტექნიკის უდიდესი არჩევანი, რომელიც მსოფლიოს წამყვანი ბრენდების პროფესიონალურ და ინოვაციურ პროდუქტებს აერთიანებს. აქ შეგიძლია აღმოაჩინო უახლესი ტექნოლოგიებით შექმნილი საიმედო და პრაქტიკული ნივთები ყოველდღიური მოვლისთვის. ამასთანავე, ველის ციფრულ თაროებზე წარმოდგენილი თავის მოვლის ტექნიკა ყოველთვის მაღალი ხარისხით, ინოვაციური ფუნქციებითა და დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა.

 

ველის მომხმარებელს შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ინგლისური ბრენდის დაისონის თავის მოვლის ტექნიკა. Dyson 30 წელია პრემიუმ კლასის ტექნიკას ქმნის, რომელიც მომხმარებლებს დახვეწილი დიზაინითა და ინოვაციური მახასიათებლებით ხიბლავს. 

ბრენდის ტექნიკას რამდენიმე უპირატესობა აქვს – არის გამოსაყენებლად კომფორტული და მოსახერხებელი, მრავალფუნქციური, მძლავრი და აქვს ექსპლუატაციის ხანგრძლივი ვადა. Dyson-ის პროდუქციის საერთო უნიკალურობა კი, მის ძრავაში მდგომარეობას, რომელიც ხმის დაბალი დონით, დიდი სიმძლავრითა და კომპაქტური ზომით გამოირჩევა. 

ველიზე შეგიძლია შეიძინო, როგორც განთქმული დაისონის თმის ფენი. ასევე, ბრენდისგან კარგი არჩევანი იქნება თმის უთო და თმის სახვევი

გარდა ამისა, ველიზე თმის მოვლისთვის კიდევ ერთ გამორჩეულ ბრენდს შეხვდები. BaByliss-ის ისტორია 1959 წელს პარიზში იწყება, როდესაც ორმა პროფესიონალმა სტილისტმა, რენე ლელიევრმა და როჟე ლემუანმა, პირველი თმის დასახვევი შექმნეს. დღეს BaByliss თმის მოვლის ტექნიკის ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია მსოფლიოში.

მისი პროდუქცია ინოვაციური ტექნოლოგიებით იქმნება და გამოირჩევა ერგონომიული დიზაინითა და საუკეთესო ხარისხით. BaByliss-ის ნივთებს შორის შეგიძლია შეარჩიო როგორც სტაილერი, ასევე ბრენდის სხვა ნივთები, როგორებიც არის თმის უთო, ფენი თუ თმის სახვევი.

 

საუკეთესო ხარისხის აუდიოტექნიკა

 

მუსიკას თითოეული ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. VELI.store-ზე განთავსებული მსოფლიოს წამყვანი ბრენდების აუდიოტექნიკა ხარისხიანი ხმისა და დიზაინის იდეალურ შერწყმას გთავაზობს. აქ შეგიძლია აღმოაჩინო როგორც საუკეთესო ყურსასმენები, ისე მძლავრი დინამიკები და აუდიოსისტემები, რომლებიც მუსიკის მოსმენის განსაკუთრებულ გამოცდილებას გაჩუქებენ.

ვინილის ფირსაკრავები მუსიკის მოყვარულებს ხიბლავს თავისი რბილი, სუფთა ჟღერადობითა და უნიკალური ხმის ხარისხით. ველიზე წარმოდგენილი ფირსაკრავები იდეალური არჩევანია მათთვის, ვისაც სურს სახლში მუსიკალური ატმოსფერო შექმნას და ანალოგური ჩანაწერების განუმეორებელი ჟღერადობით დატკბეს. ამასთანავე, აქ შეგიძლია ფირფიტების მრავალფეროვანი არჩევანიც აღმოაჩინო. 

ველიზე წარმოდგენილი ფირსაკრავების მწარმოებელ ბრენდებს შორის, ერთ-ერთი საუკეთესოა Lenco, რომლის ისტორია 1946 წლიდან იწყება და ბრენდი დღემდე ინარჩუნებს მაღალ რეპუტაციას აუდიო მოწყობილობების წარმოებაში. Lenco-ს ფირსაკრავები აერთიანებს კლასიკურ დიზაინსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს. 

ამასთანავე, ბრენდის პროდუქცია მარტივი გამოყენებითა და მაღალი ხარისხის ხმით გამოირჩევა, რაც საშუალებას გაძლევს, სრულად დატკბე ვინილის ფირფიტების უნიკალური ჟღერადობით.

 

გარდა ამისა, ველის ციფრულ თაროებზე შეგიძლია აღმოაჩინო Devialet – აკუსტიკური საინჟინრო კომპანია, რომელიც უახლესი ტექნოლოგიების მეშვეობით ფუფუნების ნივთებს ქმნის. ხოლო, მისი წარმატების საიდუმლოს ინოვაციების მთელი წყება წარმოადგენს, რომლებსაც ის ყველა პროდუქტში ნერგავს, ეს იქნება: Expert Pro გამაძლიერებლები, Phantom დინამიკები, ასევე Devialet Gemini-ის უკაბელო ყურსასმენები, ხმოვანი პანელი Devialet Dione თუ Devialet Mania პორტატიული დინამიკები.

Devialet-ის დაპატენტებული ტექნოლოგია, ADH® ანალოგური და ციფრული ტექნოლოგიების იმგვარ შერწყმას წარმოადგენს, რაც საშუალებას აძლევს შექმნას ძლიერი, სუფთა ჟღერადობის დახვეწილი და კომპაქტური ტექნიკა.

 

დახვეწილი დიზაინის ნივთები სახლის ინტერიერისთვის

 

ინტერიერის დიზაინის შექმნა შემოქმედებითი პროცესია, სადაც თითოეული დეტალი მნიშვნელოვან როლს თამაშობს. დეკორატიული ნივთები არამხოლოდ ალამაზებენ სივრცეს, არამედ მყუდრო ატმოსფეროსაც ქმნიან. მაშინ, როდესაც ინტერიერს შენი სახლისთვის აწყობ, ხშირად რთული დილემის წინაშე დგები, სადაც მნიშვნელოვანია დეტალების გააზრება.

სახლისთვის შესანიშნავია – Atmosphera ფრანგული ბრენდის პროდუქცია, რომელიც ტრენდულ და ამავდროულად ხელმისაწვდომ ნივთებს ქმნის სახლისთვის. ბრენდი ერთგულია ფასეულობების მიმართ და მისი პროდუქცია, თავისუფლებისა და ელეგანტურობის შერწყმას განასახიერებს. 

ბრენდის პროდუქციას შორის გამოირჩევა ავეჯი, ასევე განათება. გარდა ამისა ველიზე შეხვდები სათავსოებსა და ორგანაიზერებს თუ სხვადასხვა ნივთებს ბავშვის ოთახისთვის.

 

 

ტექსტილი არის ის ელემენტი, რომელიც ინტერიერს ბუნებრიობასა და თბილ ატმოსფეროს სძენს. სახლისთვის შეგიძლია შეარჩიო ბალიშები, ასევე საძინებლისთვის გამორჩეული ფერის თეთრეული ან გეომეტრიული პრინტის მქონე ხალიჩები და ფარდაგები, რომლებიც შეიძლება ოთახის მთავარი აქცენტი გახდეს.

ზეზეწარი პრემიუმ ხარისხის, საოჯახო ტექსტილის ქართული ბრენდია, მათთვის ვისთვისაც ტკბილი ძილი მნიშვნელოვანია. ის მომხმარებელს სადა, კომფორტულ და ხარისხიან პროდუქციას სთავაზობს სხვადასხვა კატეგორიაში, როგორებიცაა: თეთრეული, პიჟამა, პირსახოცი, ხალათი და სხვა.

ბრენდის მიზანია შექმნას ხარისხიანი ქართული პროდუქტი, რომელიც არამხოლოდ საქართველოში, არამედ ქვეყნის საზღვრებს გარეთაც გავა და მომხმარებელს თავს დაამახსოვრებს.

 

ნიშ პარფიუმერიის გამორჩეული ბრენდები

 

ნიშ სუნამოები გამოხატვის საშუალებაა, ისტორიის მთხრობელი და ხასიათის მნიშვნელოვანი შტრიხი. ეს არომატები ლიმიტირებული რაოდენობით იქმნება გამოცდილი პარფიუმერების მიერ, რომლებიც ყურადღებას აქცევენ ყოველ დეტალს – დაწყებული ინგრედიენტების შერჩევით, კანზე სუნამოს გახსნის პროცესით დამთავრებული.

 

მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებულია სუნამოების ხაზი Juliette Has A Gun, რომელიც რომანო რიჩის იდეით შეიქმნა. რომანო რიჩი ის პარფიუმერია, რომელმაც ტრადიციები და ინოვაციურობის სინთეზი შექმნა.

2005 წელს რომანომ Juliette Has A Gun – უნიკალური პარფიუმერული პროექტი წამოიწყო, რომელიც შექსპირის ტრაგედიით არის შთაგონებული. მისი ხედვით, თანამედროვე ჯულიეტა შეიარაღებულია, მაგრამ უწინდელივით რომანტიკული.

 

ასევე, ველის მომხმარებლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია პარფიუმერული სახლიByredo, რომელიც 2006 წელს მხატვარმა ბენ გორჰემმა სტოკჰოლმში დააარსა. მან მსოფლიოში ცნობილ პარფიუმერებთან ოლივია ჯაკობეტისა და ოლივია ჯაკობეტი ჯერომ ეპინეტისთან ერთად განსაკუთრებული, არატრადიციული მიდგომა შეიმუშავა სუნამოების შესაქმნელად.

ბაირედოს დამფუძნებლის ამბიციური მიზანია, მოგონებები და ემოციები პროდუქტებად და გამოცდილებად თარგმნოს. ის პრემიუმ კლასის პროდუქციას ახლებურად წარმოგვიდგენს – ბრენდის თითოეული ნივთი უმაღლესი ხარისხის მასალებითა და დახვეწილი დიზაინის დეტალებით იქმნება. მათ შორის ბრენდის სიამაყეს წარმოადგენს უნიკალური ნიშ პარფიუმერია და ასევე გთავაზობს უმაღლესი ხარისხის სხეულის მოვლის საშუალებებს.
 

ნივთები სუფრის სერვირებისთვის

  

დასამახსოვრებელი საღამოს მოწყობა მნიშვნელოვან დროს, ენერგიასა დეტალების მიმართ ყურადღებას მოითხოვს. ხოლო, სუფრის სერვირება ვახშმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და განმსაზღვრელი ელემენტია. დახვეწილი ნივთები და ამასთანავე გემოვნებით შერჩეული ფერები, ტექსტურები თუ აქსესუარები ვიზუალურად მიმზიდველ ატმოსფეროს შექმნიან.

ამ მხრივ შესანიშნავი იქნება ქართული ტრადიციული ორნამენტებისა და ფორმების გამოყენება.VELI.store-ზე შეგიძლია აღმოაჩინო ქართული მცირე საწარმოები, რომლებიც გამორჩეული ხარისხისა და დიზაინის სუფრებს ქმნიან და მოაწყო დასამახსოვრებელი ვახშამი.

  

იგრიკა გადმოსცემს ამბებს, რომლებიც ხატობაზე თუ ძილისპირულ ზღაპრებში ისმინება, ქვაქარგულობაში თუ ბუკინისტურ დახლებზე მივიწყებულ წიგნებში იკითხება და ყველაზე გულწრფელად გვიყვება ჩვენზე, როგორც ერზე.

ბრენდი შენთან ერთად მიჰყვება გზას ამ იდუმალ სამყაროში. ხოლო, აღმოჩენებს მთელი გულით გიზიარებს, რადგან მიაჩნია, რომ თუ მათ ერთხელ შენც მოისმენ, საგანძურის მცველი გახდები, გულით ატარებ თუ უმასპინძლებ, ამბავი შენით განაგრძობს თხრობას.

ასევე უნდა გაიცნო, 2021 წელს ორი დის მიერ დაფუძნებული სტარტაპი სახელად „ჰარმოსფერო“, რომელიც ხარისხისა და კომფორტის კომბინაციას წარმოადგენს. სკანდინავიური სტილისა და შვედური Lagom კონცეფციის გავლენით, ბუნებრივი მასალისგან დამზადებული ინტერიერის აქსესუარები ჰარმონიულ ატმოსფეროს ქმნის სახლებში.

ჰარმოსფეროს ნივთები საქართველოშია დამზადებული 100% ტილოსა და ბამბის ქსოვილებისგან. ნათელი, სადა და დახვეწილი ფერები ინტერიერში კომფორტისა და სიმშვიდის განცდას ქმნის გრძელი და დამღლელი დღის შემდეგ. ტილოს ქსოვილზე დატანილი მცირე ზომის ნაქარგი „ჰარმოსფეროს“ ხელწერაა, რაც ბრენდს გამოარჩევს.

ისარგებლე 13 და 14 თებერვალს VELI.store-ისა და თიბისის აქციით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით ანგარიშსწორებისას. შეიძინე ყველაფერი ერთ სივრცეში და მიიღე შენაძენი შენს კართან ადგილზე უფასო მიწოდებით, დროის სასურველ მონაკვეთში.