რაც შეეხება შეკითხვას, თუ რა გააკეთა ჩვენმა ხელისუფლებამ, ამ შემთხვევაში, გარდაცვლილი გინტურის მკვლელობის, ჩვენ მყისიერად გვქონდა მაქსიმალური რეაგირება, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვეძლო აი ამ მომენტში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ყველა ის ნაბიჯი გადაიდგა, რისი გაკეთებაც შესაძლებელი იყო.
„ჩავრთეთ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ვაცნობეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, ყველას. ავამოქმედეთ ცხელი ხაზი. ყველა ის ნაბიჯი გადაიდგა ჩვენი მხრიდან, რისი გაკეთებაც შეგვეძლო, იმავე საღამოს ჩაინიშნა შეხვედრაც და მყისიერი რეაგირება მოახდინა ჩვენმა ხელისუფლებამ. მე დიდი იმედი მაქვს, რომ მოხდება მეორე დაკავებულის, სამწუხაროდ, უკანონოდ გატაცებულის გათავისუფლება ძალიან მალე. კიდევ ვიმეორებ, ეს არის შედეგი აი ამ მძიმე მემკვიდრეობისა, რომელიც დაგვიტოვა თქვენმა ხელისუფლება, თქვენ რომელსაც წარმოადგენთ. ჩვენ ამას გამოვასწორებთ, დამერწმუნეთ, რომ თქვენ ამას მოესწრებით ძალიან მალე, როცა ჩვენი ქვეყანა გაერთიანდება და გამთლიანდება", - განაცხადა პრემიერმა.
ყველა ის ნაბიჯი გადაიდგა ჩვენი მხრიდან, რისი გაკეთებაც შეგვეძლო - პრემიერი თამაზ გინტურის მკვლელობაზე
ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს
"მიღწეულია რიგი შეთანხმებები" - ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრა დასრულდა
სირიასთან ახალ შეთანხმებაზე მსჯელობა უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებასაც ეხება - კაია კალასი
სუვერენულად რომ მოქმედებდეს ევროპული ბიუროკრატია, ამ შემთხვევაში საქართველოსთან ურთიერთობის გაღრმავება, რა თქმა უნდა, იქნებოდა მისი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი – ირაკლი კობახიძე
თბილისის მერიის ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის დირექტორი, გელა ძიძიკაშვილი დააკავეს - TV pirveli