საქართველოში კაზინოები მოქმედებს ბევრი წელია და ეს არის, მათ შორის, ტურიზმის ერთგვარი შემადგენელი ნაწილი, - ამის შესახებსაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ამ სექტორში უხეში ჩარევა გამოიწვევს ძირეულ პრობლემებს ქვეყნის ეკონომიკასა და ტურიზმში.

 

„საქართველოში კაზინოები მოქმედებს ბევრი წელია და ეს არის, მათ შორის, ტურიზმის ერთგვარი შემადგენელი ნაწილი. ასე განვითარდა ესსექტორი. შესაბამისად, ერთბაშად უხეშად რომ შეეხო ამ სექტორს, ეს გამოიწვევს პრინციპულ, ძირეულ პრობლემებს ქვეყნის ეკონომიკისთვის დატურიზმისთვის. რაც შეეხება საპატრიარქოს, ჩვენ საპატრიარქოსთან გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია და ამ კუთხით არანაირი პრობლემა არ გვაქვს“, - განაცხადა პრემიერმა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.