ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმ მიდგომებიდან გამომდინარე, რომელიც აქვს აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტს, ყველაფერიწარიმართება დადებითად ჩვენს ურთიერთობებში, ეს არის ჩვენი ოპტიმისტური მოლოდინი, - ამის შესახებ საქართველოსპრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში "აქტუალური თემა" განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მაღალი ალბათობით ძალიან მალევე, მომავალი წლიდან მშვიდობა დამყარდებარეგიონში, რის გამოც საქართველოზე წნეხი შემცირდება.
„დონალდ ტრამპის არჩევას საქართველოსთვის ექნება მკვეთრად პოზიტიური გავლენა ორი მიზეზის გამო - ერთი არის ის, რომმაღალი ალბათობით ძალიან მალევე, მომავალი წლიდან მშვიდობა დამყარდება ჩვენ რეგიონში, რის გამოც ჩვენზე წნეხიშემცირდება. ვიდრე ომი დაიწყებოდა უკრაინაში, ასეთი წნეხი არ იყო. სხვადასხვა დროს იყო სირთულეები ურთიერთობებში,მაგრამ ასეთი მძიმე წნეხის ქვეშ ჩვენი ქვეყანა არასდროს ყოფილა, როგორც ის იყო უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. როგორცკი ომი დასრულდება უკრაინაში, ჩვენს რეგიონში, მაშინვე შესუსტდება წნეხი ჩვენს ქვეყანაზე და რა თქმა უნდა, ეს დადებითადაისახება მათ შორის ორმხრივ ურთიერთობებზე, მეორე - ეს არის თავად დონალდ ტრამპის ფაქტორი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმმიდგომებიდან გამომდინარე, რომელიც აქვს აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტს, ყველაფერი წარიმართება დადებითად ჩვენსურთიერთობებში, ეს არის ჩვენი ოპტიმისტური მოლოდინი. დანარჩენი ჩვენც უნდა ვიმუშაოთ ძალიან აქტიურად. განწყობა არისოპტიმისტური, დანარჩენი დავუკვირდეთ მოვლენების განვითარებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.