თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების წვდომა შეზღუდულია; გარდა ამისა,  ვებგვერდზე დამატებულია ავტორიზაციის ფილტრი, რომელიც აქამდე არ არსებობდა.

როგორც ანტიკორუფციული ბიუროს იურისტი, ნინი მაღლაკელიძე „კომერსანტთან“ ამბობს, შეფერხება ტექნიკური ხარვეზითაა გამოწვეული.

,,ანტიკორუფციული ბიუროს საიტს და კიდევ რამდენიმე საიტს აქვს ტექნიკური ხარვეზი. IT სამსახურის სპეციალისტები ამაზე მუშაობენ და მალე გამოსწორდება. ავტორიზაციის გრაფა საიტს ავტორიზაციის შემდეგ არ  დაემატება. ვმუშაობთ, რომ განახლებული საიტი რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს",- ამბობს მაღლაკელიძე.

ინფორმაცია განახლებადია და "კომერსანტი" კვირის ბოლომდე გადაამოწმებს, დარჩება თუ არა ავტორიზაციის ფილტრი საიტზე.