საქართველოსთან დაკავშირებით განვიხილავთ, კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისთვის, რომ რეალური ზეწოლა მოვახდინოთ მთავრობაზე, არ გამოიყენოს ძალადობა მომიტინგეების წინააღმდეგ, არ განახორციელოს ზეწოლა ოპოზიციაზე და გავაგზავნოთ ძალიან ძლიერი სიგნალი ევროკავშირისგან, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ევროპული საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ორშაბათს, საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოსთან დაკავშირებით სანქციების ნაწილზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, თუმცა ამ საკითხზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს.
„ორშაბათს განვიხილეთ და ვერ მივაღწიეთ შეთანხმება სანქციების ნაწილზე, მაგრამ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ამაზე შემდგომში“, - აღნიშნა კაია კალასმა.