ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში სანქცირებული რუსული ავიაკომპანიები ვერ იფრენენ.

ქვრივიშვილმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ დღეიდან, რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირ ავიამიმოსვლაზე დაწესებული აკრძალვა გაუქმდა.

„საქართველოში ვერ იფრენს ვერცერთი ავიაკომპანია და ხომალდი, რომელიც სანქცირებული იქნება. რაც შეეხება არასანქცირებულ ავიაკომპანიებს, მათ შესაძლებლობა ექნებათ პირდაპირი ფრენები შეასრულონ. ამ ეტაპზე, საქართველოს მხრიდან არავითარი ნებართვა გაცემული არ არის, რადგან რუსულ ავიაკომპანიებს ჩვენთვის არ მოუმართავთ. მომართვის შემთხვევაში ყველა კომპანია, რომელიც სანქცირებული არ იქნება, პირდაპირი რეისების შესრულებას შეძლებენ, ისევე როგორც ისინი ოპერირებენ ისრაელში, აზერბაიჯანსა და გაერთიანებულ საამიროებში,“- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.