დღეს, ევროპარლამენტში, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგებისა და რუსეთის სავარაუდო ჩარევის შესახებ დებატები გაიმართება, - ამის შესახებ განცხადებას ევროპარლამენტი ავრცელებს.
განცხადების თანახმად, პოლიტიკური ჯგუფები დღის წესრიგში ცვლილების შეტანის შესახებ შეთანხმდნენ. გადაწყვეტილება ევროპარლამენტარებმა უნდა დაადასტურონ.
„პარლამენტი საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გამო შეშფოთებას გამოხატავს. ევროპარლამენტარები საქართველოს სადავო საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, მათ შორის რუსეთის სავარაუდო ჩარევას განიხილავენ“, - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, ევროპარლამენტარები რეზოლუციას კენჭს 25-28 ნოემბერს პლენარულ სესიაზე უყრიან.
1tv.ge