საკრუიზო ლაინერმა „კნიაზ ვლადიმირმა“ პარასკევს სოჭიდან ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტები ჩაიყვანა. ლაინერზე. რომელიც 700 ადამიანზეა გათვლილი მხოლოდ 82 ადამიანი იყო. პირველი კრუიზის სტუმრებს აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ პრეზიდენტი ასლან ბჟანია დახვდა.
გასულ კვირას ლაინერმა სოჭიდან სოხუმში საცდელი კრუიზი მოაწყო, ბორტზე ტურისტული ინდუსტრიის 50-მდე წარმომადგენელი იმყოფებოდა, რომლებიც პროგრამას და ლაინერზე არსებულ პირობებს გაეცნენ,
საკრუიზო განრიგის მიხედვით, ლაინერი ხუთშაბათს საღამოს გადის სოჭის პორტიდან, პარასკევს, შაბათს და კვირას ჩერდება სოხუმის პორტში და ორშაბათს დილით ისევ რუსეთში ბრუნდება.
2023 წლის ზაფხულში 10 საზღვაო კრუიზის განხორციელებაა დაგეგმილი. ბოლო კრუიზი 11 სექტემბერს შედგება.