აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი ჯეიმს ობრაიენი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწედ ინიშნება.
კანდიდატის მოსმენა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გაიმართა, სადაც ობრაიენმა საქართველოზეც ისაუბრა. ჯეიმს ობრაიენმა ხაზი გაუსვა ევროპასთან შესაერთებლად საჭირო რეფორმების გატარების აუცილებლობას.
„ქართველების 90%-ზე მეტი ამბობს, რომ სურს იყოს ევროპის ნაწილი. ამ საკითხზე პოლარიზაცია არ არის. რაც უნდა მოხდეს არის ის, რომ მთავრობის უკან მყოფ ეკონომიკურ ინტერესთა ჯგუფს გააცნობიერებინონ, რომ ევროპასთან შესაერთებლად საჭირო რეფორმები რეალურად არის მიმართულება, რომლისკენაც ქვეყანა მიდის. ამიტომ, ჩვენ ვმუშაობთ ევროპულ კოლეგებთან, რათა ნათელი გავხადოთ, რომ მათ მიერ დაწესებული პირობები ასევე აისახება ჩვენს დახმარებასა და ჩვენს პირობებზე. უნდა დავინახოთ პროგრესი ამ მხრივ მომდევნო თვეებში“, — განაცხადა ობრაიენმა და დასძინა, რომ შემოდგომა იქნება კრიტიკული, რადგან მოსალოდნელია ევროკომისიის შეფასება საქართველოს მიერ 12 პრიორიტეტის შესრულებაზე.