პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებული კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვა, სავარაუდოდ, აპრილის შუა რიცხვებიდან დაიწყება.

ამის შესახებ პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და პროექტის განხილვის ეტაპები განმარტა.

„ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ კანონის პროექტს აქვს საყოველთაო სახალხო განხილვის პროცედურები. ტექნიკურად დაინიციირდება, შემდეგ პლენარულ სხდომაზე შეიქმნება საყოველთაო სახალხო განხილვის კომისია. ვვარაუდობ, რომ აპრილის შუა რიცხვებიდან დაიწყება საყოველთაო სახალხო განხილვა. ყველამ ნახოს, რას ფიქრობს საზოგადოება. ნუ გვესაუბრებიან დამფინანსებლების და სხვების ენით, ერთადერთი, ვისაც აქ სიტყვა ეთქმის, ქართველი ხალხია, დაელაპარაკონ და მოისმინონ ქართველი ხალხის აზრი ამ თემასთან დაკავშირებით“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილი. 

ipn.ge