ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი სოფელ კირბალთან რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება და მომხდარს გმობს. 

იგი რუსულ მხარეს საქართველოს უკანონოდ დაკავებული მოქალაქის დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. 

„ევროკავშირი მკაცრად გმობს საქართველოს მოქალაქის მკვლელობას და კიდევ ერთი პირის დაკავებას რუსეთის სასაზღვრო დაცვის მიერ კირბალში. მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ. რუსეთის შეიარაღებული ძალების ყოფნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში უკანონოა“, – წერს ბორელი.