„ეს კიდევ ერთხელ აშიშვლებს „ერთმორწმუნე ძმის“ ნამდვილ ბუნებას. დაუყოვნებლივ მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, ცალსახად დაგმონ რუსეთის ქმედებები, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სოფელ კირბელთან, ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს.

პრეზიდენტის თქმით, ეს არის უხეში თავდასხმა საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე.

„ეს კიდევ ერთხელ აშიშვლებს „ერთმორწმუნე ძმის“ ნამდვილ ბუნებას. დაუყოვნებლივ მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, ცალსახად დაგმონ რუსეთის ქმედებები, რომელმაც უხეშად და ურცხვად დაარღვია ყველა საერთაშორისო ნორმა“, – წერს ზურაბიშვილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე.