2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ადგილობრივი ექსპორტი 3 714.6%-ით გაიზარდა და 200.7 მლნ დოლარი შეადგინა (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 17.9 პროცენტი).
აღსანიშნავია, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ადგილობრივი ექსპორტიდან ქვეყანამ მხოლოდ 5.3 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო.
რაც შეეხება ქართული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტიორ ქვეყნებს, წელს იანვარ-მარტში ლიდერი ტოგოს (55.4 მლნ დოლარი) იყო, მეორე ადგილი კი თურქეთს ეკავა (48.1 მლ დოლარი).
იმპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედიან - მალტა, სინგაპური და არაბთა გაერთიანებული საამიროები.