ტუროპერატორმა Inghams Walking–მა შეადგინა ყველაზე პოპულარული „გრილი“ მიმართულებების სია – ამ ქალაქებს ხშირად ირჩევენ ტურისტები, რომლებიც ზედმეტი სიცხისგან დასვენებას ეძებენ.
კვლევის თანახმად, მოგზაურები უფრო მეტად განიხილავენ ასეთ მიმართულებებს მოგზაურობისთვის, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ძიების რაოდენობა 42%-ით გაიზარდა.
სიის სათავეში გრენლანდიის დედაქალაქი, ნუუკი მოექცა: ქალაქის Google-ში ძიების რაოდენობა წლის განმავლობაში 48.4%-ით გაიზარდა. ზაფხულის ტემპერატურა ნუუკში 4–7°C-ს შორის მერყეობს, ხოლო დღის საათები დაახლოებით 20 საათია.