2026 წლის იანვარ-მარტში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ნავთობი და ნავთობპროდუქტები არის წარმოდგენილი 200.7 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 17.9 პროცენტს შეადგენს.
მეორე ადგილზეა ძვირფასი ლითონის მადნები და კონცენტრატები, 169.9 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 15.1 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 75.8 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 6.8 პროცენტი).
წინასწარი მონაცემები საქსტატმა გაავრცელა