7-8 ნოემბერს, ბუდაპეშტში ევროკავშირის საბჭოს ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაზე საქართველოს საკითხის განხილვასაც გეგმავენ. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მოსაწვევ წერილშია აღნიშნული, რომელიც მან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს გაუგზავნა.
“ჩვენ არჩევნების შემდეგ საქართველოში არსებულ ვითარებას და წინსვლის გზასაც განვიხილავთ“, - წერია შარლ მიშელის წერილში.
ევროპული საბჭოს წევრების შეხვედრა დღეს საღამოს დაიწყება და ხვალ დასრულდება.