საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ბრიუსელში სიტყვით გამოსვლისას მისი მთავარი მესიჯი იქნება - „ჩვენი ევროპული მომავალი". ამის შესახებ მან დღეს, ჟურნალისტებთან რუსთაველის გამზირზე განაცხადა.

კითხვაზე, რა იქნება თქვენი მთავარი მესიჯი ბრიუსელში ვიზიტისას, სალომე ზურაბიშვილი პასუხობს - „ჩვენი ევროპული მომავალი".

პრეზიდენტმა ასევე უპასუხა კითხვას, თავისუფლების მოედანზე, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რა დროსაც, გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა პრეზიდენტს მოღალატე უწოდა.

„არანაირი რეპლიკა არ მაინტერესებს," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილი.