2023 წლის 26 მაისს, ბერლინში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიება გაიმართა, რომელსაც გერმანიაში მოქმედი პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული წრეების, სამხედრო და დიპლომატიური კორპუსის, ასევე ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს გერმანიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან იზორიამ, აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საკითხებზე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა წარმომადგენელმა მათიას ლუთენბერგმა და საქსონია-ანჰალტის პარლამენტის თავმჯდომარემ გუნარ შელენბერგერმა.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორიას ნამუშევრების გამოფენა და კონცერტი ვოკალური ანსამბლის „ბათუმი“ და კლასიკური მუსიკის გამოჩენილი სოლისტების მონაწილეობით.
ღონისძიების დასასრულს გაიმართა მიღება ქართული კერძებითა და ღვინით.