კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე, "ოცნების" სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელის, ნათია თურნავას, დასანქცირებასაც ითხოვს.

მისი აზრით, საქართველოს პარტნიორებმა თურნავა უნდა დაასანქციროს იმის გამო, რომ მან სანქცირებულთათვის ცალკე წესი შემოიღო.

„მე მოვითხოვ ჩვენს პარტნიორებთან შეხვედრაზე, რომ დასანქცირდეს ნათია თურნავა, რომელმაც სანქცირებულთათვის ცალკე წესი შემოიღო. სანქციებთან დაკავშირებით, ის არის კრიმინალური პოლიტიკის ავტორი. საგამონაკლისო ბრძანების გამოცემით მან რუსული დავალება შეასრულა“, - აცხადებს ანა დოლიძე.