პირველი აგვისტოდან ეკა ხოფერია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს აღარ უხელმძღვანელებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
„1 აგვისტოდან ჩემი ცხოვრების კიდევ ერთი ახალი ეტაპი იწყება. ვასრულებ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან სამსახურს-არ ვიქნები ჩვენი საყვარელი აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი.
ეს გადაწყვეტილება მე მივიღე, ვფიქრობ, ორწელიწად-ნახევარში გუნდთან ერთად შევძელით ბევრის გაკეთება და ახლა დროა ახალი ეტაპი დაიწყოს, ახალი ძალებით, ახალი ენერგიით“, - წერს ხოფერია ფეისბუკზე.
მისი თქმით, ამიერიდან სამინისტროს მისი კოლეგა ნანა გადელია უხელმძღვანელებს.