ინსულტის დიაგნოზის, მის მიერ გამოწვეული ინვალიდობისა და ლეტალობის მაჩვენებელი მსოფლიოში საგანგაშოდ მაღალია. 2021 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში ინსულტის დიაგნოზის მაჩვენებელი 3-4-ჯერ აღემატება ევროპის მონაცემებს.
დაავადების გავრცელების მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, მის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა დაბალია. სწორედ ამ მიზნით, ევექსი ჰოსპიტლებმა დაიწყო საგანმანათლებლო კამპანია, რომელიც სწრაფი მოქმედებით სიცოცხლის გადარჩენას ემსახურება.
კამპანია მოსახლეობას აცნობს დაავადების სიმპტომების სწრაფად ამოცნობის გზებს, პაციენტის დროული და სწორი რეფერირების მნიშვნელობას ისეთ ჰოსპიტლებში, სადაც ინსულტის მართვის ერთეულები, ანუ სპეციალიზებული განყოფილებები ფუნქციონირებს.
ინსულტის მკურნალობის უალტერნატივო შესაძლებლობას კი სწორედ სპეციალიზებულ ჰოსპიტლებში უზრუნველყოფენ. დაავადების მკურნალობის თანამედროვე მეთოდებად თრომბოლიზისი და თრომბექტომია მიიჩნევა, რომლებიც გულისხმობს თრომბის დაშლას სისტემური ლიზირებით ან კათეტერის გამოყენებით.
თრომბოლიზისი ინსულტის განვითარებიდან პირველ 4,5 საათში ხორციელდება. თრომბექტომიის ჩატარება კი დაავადების პირველი ნიშნების აღმოცენებიდან 9 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. მკურნალობის აღნიშნული მეთოდების დანერგვამ მსოფლიოში ინვალიდიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი მკვეთრად შეამცირა.
თუმცა აღსანიშნავია, რომ ინსულტის რევოლუციური მიდგომით მკურნალობა საუკეთესო შედეგებს იძლევა მხოლოდ ინსულტის მართვის სპეციალიზებულ ჰოსპიტალში სწორი და დროული მიმართვის შედეგად. ასეთია ევექსის ქსელში შემავალი 3 ჰოსპიტალი, რომელიც თბილისსა და ქუთაისში მოქმედებს.
- კავკასიის მედიცინის ცენტრი - თბილისი, პ. ქავთარაძის N23 (0322 600 600)
- ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი - თბილისი, ქინძმარაულის N1 (0322 600 600)
- დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი - ქუთაისი, ჯავახიშვილის N83 (0322 600 600)
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის, კავკასიის მედიცინის ცენტრისა და ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ინსულტის მართვის სპეციალიზებული განყოფილებები სრულყოფილად იძლევა ინსულტის დიაგნოსტიკის, ინდივიდუალური მკურნალობისა და დაავადების შემდგომი მართვის შესაძლებლობას. მკურნალობა ხორციელდება თანამედროვე მეთოდებით (სისტემური თრომბოლიზისი, რომელიც ინსულტის განვითარებიდან პირველ 4,5 საათში ხორციელდება და თრომბექტომია, რომლის ჩატარება დაავადების პირველი ნიშნებიდან 9 საათის განმავლობაშია შესაძლებელი), რომლებიც ინსულტის მკურნალობის ე.წ. ოქროს სტანდარტად არის მიჩნეული. რაც ყველაზე მთავარია, აღნიშნული მეთოდები მნიშვნელოვნად ამცირებს ინვალიდობის და ლეტალობის რისკებს.
ამ მიმართულებით პაციენტების მკურნალობაში ჩართულია მულტიდისციპლინური გუნდი, რომელშიც ნევროლოგები, ნეიროქირურგები, ანგიოქირურგები და კარდიოლოგები ერთიანდებიან. რთული სამედიცინო შემთხვევები განიხილება ევექსის ნევროლოგია-ნეიროქირურგიის სამედიცინო ექსპერტთა საბჭოს (Clinical Boards) მიერ, რომელსაც გერმანიაში მოღვაწე ნევროლოგი, ქალაქ ესენის უნივერსიტეტის პროფესორი, ზაზა ქაცარავა ხელმძღვანელობს.