მწვავე კორონარული სინდრომი თანამედროვე მედიცინაში ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ და სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობად ითვლება. იგი აერთიანებს ისეთ პათოლოგიებს, როგორიცაა მიოკარდიუმის ინფარქტი და არასტაბილური სტენოკარდია და ვითარდება მაშინ, როდესაც გულის მკვებავ არტერიებში სისხლის ნაკადი მკვეთრად მცირდება ან სრულად წყდება.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები საქართველოში კვლავაც სიკვდილიანობისა და ჰოსპიტალიზაციის წამყვანი მიზეზია, ხოლო ბოლო წლებში განსაკუთრებით თვალშისაცემია დაავადების „გაახალგაზრდავება“ - სულ უფრო ხშირად გვხვდება 35–45 წლის ასაკის პაციენტებშიც.
რატომ ვითარდება მწვავე კორონარული სინდრომი, რა სიმპტომებია ყველაზე საგანგაშო, რა შეცდომებს უშვებენ ადამიანები გულის შეტევის დროს და რა თანამედროვე მეთოდებით ხდება მისი დიაგნოსტიკა და მკურნალობა - ამ მნიშვნელოვან საკითხებზე სასაუბროდ კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ კარდიოლოგს თამარ ჯანაშიას მივმართეთ.
„კომერსანტი“ ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ.
1. რა არის მწვავე კორონარული სინდრომი ?
ტერმინი მწვავე კორონარული სინდრომი აერთიანებს ისეთ კრიტიკულ მდგომარეობებს როგორიც გახლავთ მიოკარიდუმის ინფარქტი და არასტაბილური სტენოკარდია.ეს არის კლინიკური მდგომარეობების ერთობლიობა რომელიც გამოწვეულია კორონარულ არტერიებში ანუ გულის მკვებავ არტერიებში სისხლის ნაკადის კრიტიკული შემცირებით ან შეწყვეტით.
პროცესის საფუძველს უმეტეს შემთხვევაში წარმოადგენს გულის მკვებავი არტერიის კედელზე არსებული ათეროსკლეროზული ფოლაქის დაზიანება,რასაც მოჰყვება თრომბის ფორმირება.სწორედ ეს თრომბი ახდენს სისხლძარღვის სანათურის ნაწილობრივ ან სრულ ოკლუზიას ანუ დახშობას და შედეგად ვითარდება გულის კუნთის გარკვეული სეგმენტის იშემია ანუ ჟანგბადოვანი შიმშილი და თუ დროულად არ მოხდა რევასკულარიზაცია ანუ სისხლის მიმოქცევის აღდგენა პროცესი გამოიწვევს გულის კუნთის შეუქცევად დაზიანებას- ნეკორზს, რაც ხელს უწყობს პაციენტის ინვალიდიზაციას. შესაბამისად დროული ჩარევა უნარჩუნებს გულის ქსოვლს სისცოცხლიუნარიონობას და თავიდან აგვაცილებს მძიმე გართულებებს.
2. რამდენად ხშირია მწვავე კორონარული სინდრომი დღეს საქართველოში და რომელ ასაკობრივ ჯგუფში გვხვდება ყველაზე ხშირად ?
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და მათ შორის მწვავე კორონარული სინდრომი რჩება სიკვდილინობისა და ჰოსპიტალიზაციის უპირატეს მიზეზად არა მხოლოდ საქართველოში არამედ მთელს მსოფლიოში, რაც შეეხება ასაკობრივ სტრუქტურას აქ ძალიან საგანგაშო დინამიკა გვაქვს, თუ ადრე კორონარული პათოლოგიები ძირითადად 60 წელს გადაცილებული მამაკაცებისა და პოსტმენოპაუზური პერიოდის ქალების ხვედრი იყო,დღეს ვხვდებით დაავადების მკვეთრ გაახალგაზრდავებას. ჩვენს სამედიცინო პრაქტიკაში ძალიან ხშირია შემთხვევები 35-45 წლამდე ასაკის პაციენტებში.
მწვავე კორონარული სინდრომი შემთხვევით არ ვითარდება ის ყოველთვის გარკვეული წინაპირობის შედეგია და ვითარდება გარკვეული რისკის ჯგუფის პაციენტებში. არსებობს რისკფაქტორების 2 კატეგორია : მოდიფოცირებადი და არამოდიფიცირებადი.
მოდიფიცირებადია : არტერიული ჰიპერტენზია, დისლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი, თამბაქოს მოხმარება, სიმსუქნე, ჰიპოდინამია დ ა.შ
არამოდიფიცირებადია: გენეტიკური წინასწარგანწყობა, ასაკი და სქესი, რასა.
კლინიკურ პრაქტიკაში ვხედავთ რომ რისკჯგუფში არიან არა მხოლოდ ხანდაზმულები, არამედ შრომისუნარიანი და აქტიური ასაკის ადამიანებიც.სწორედ ამიტომ ჩვენი სტრატეგია მიმართული არა მხოლოდ მკურნალობაზე ,არამედ ადრეულ სკრინიგზე რათა თავიდან ავიცილოთ კატასტროფული შედეგები იმ ასაკში როდესაც ადამიანი ყველაზე მეტად პროდუქტიულია.
3. რა სიმპტომებია საყურადღებო და როდის უნდა მიმართოს პაციენტმა ექიმს?
მწვავე კორონარული სინდრომის დროს კლინიკური სურათი ხშირად დრამატულია,თუმცა ზოგჯერ შესაძლოა ატიპური ფორმითაც გამოვლინდეს.უპირველესი და სადიოაგნოსტიკოდ ყველაზე მნიშვნელოვანი სიმპტომი გახლავთ ანგინოზური ტკივილი.ეს არ არის ჩვეულებრივი ჩხვლეტა,პაციენტები ამას აღწერენ როგორც :მკერდის ძვლის უკან ტკივილს,ზეწოლის ,მოჭერის ან წვის გაუსაძლის შეგრნებას,ტკივილის ირადიაციას ანუ გადაცემას მარცხენა მხარში,ყბაში ან კისერში ან ბეჭთაშუა მიდამოში.ხშირად ამას თან ახლავს ე.წ. ვეგეტატიური რეაქციები:ცივი ოფლი,სიკვდილის შიში ,სუნთქვის მწვავე უკმარისობა,გულისრევა ან თავბრუხვევა.
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო,რომ თუ ასეთი სიმპტომატიკა გრძელდება 15-20წთ-ზე მეტ ხანს და არ გადის მოსვენებულ მდგომარეობაში, ეს ნიშნავს რომ პროცესი უკვე დაწყებულია .ასეთ დროს თვითმკურნალობა ან ლოდინი რომ გაივლის დაუშვებელია,ვინაიდან ყოველი დაკარგული წუთი ნიშნავს გულის კუნთის დაკარგულ უჯრედებს. ამიტომ სიმპტომების გამოვლენისთანავე პაციენტი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს ტრანსპორტირებული სპეციალიზირებულ კარდიოლოგიურ ცენტრში,სადაც ხელმისაწვდომია 24 საათიანი ინტერვენციული სერვისი.
მწვავე კორონარული სინდრომი ემორჩილება მკურნალობას დროული დიაგნოსტიკის შემთხვევაში.
4. რა შეცდომებს უშვებენ ადამიანები ყველაზე ხშირად გულის შეტევის დროს და რა უნდა გაითვალისწინონ ?
მთავარი შეცდომა რომელსაც პაციენტები უშვებენ არის დროის და სიმპტომების უგულებელყოფა და ე.წ. მოცდის ტაქტიკა.ხშირად პაციენტი ფიქრობს ,რომ ტკივილი კუჭის პრობლემას , ნევრალგიას ან გადაღლას უკავშირდება,ისინი იწყებენ თვითმკურნალობას ,იღებენ ტკივილგამაყუჩებლებს,ელოდებიან დილას ან რაც ყველაზე სახიფათოა ცდილობენ ფიზიკურ აქტივობას , მაგალითად ჰაერზე გასვლას ან სიარულს რაც კიდევ უფრო ზრდის გულის კუნთის ჟანგბადოვან დეფიციტს.
მინდა დაიმახსოვრონ 3 კრიტიკული რეკომენდაცია :
1.ნუ დაკარგავენ დროს თუ მკერდის არეში ზეწოლა ან ტკივილი 15 წთ-ზე და მეტ ხანს გრძელდება, ნუ დაელოდებიან ოჯახის წევრს ან მეზობელს, დაუყოვნებლივ გამოიძახონ სასწრაფო დახმარება
2.ფიზიკური მოსვენება -სიმპტომების გამოვლენისთანავე პაციენეტი უნდა დაჯდეს ან დაწვეს,სასურველია შედარებით მაღალი სასთუმლით. ყოველი ზედმეტი ნაბიჯი ამ დროს გულის კუნთის დამატებითი დაზიანებაა.
3.სწორი ჰოსპიტალიზაცია - პაციენტი უნდა მოხვდეს ისეთ კლინიკაში სადაც ფუნქციონირებს კათეტრზიციის ლაბორატორია.
ჩვენს კლინიკაში დანერგილია ევროუპული გაიდლაინებით გათვალისწინებული მართვის პროტოკოლი ,რაც ნიშნავს რომ პაციენტის შემოსვლიდან უმოკლეს დროში ხდება სისხძარღვის ანგიოგრაფიული კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში სტენტირება.უნდა გვახსოვდეს ,რომ რაც უფრო ადრე გაიხსნება დახშული
სისხლძარღვი შესაბამისად ნაკლებია გულის დაზიანების ხარისხი.
5. რა არის კორონაროგრაფია და რატომ ითვლება ის ოქროს სტანდარტად მწვავე კორონარული სინდრომის დიაგნოსტიკაში ?
კორონაორგარფია გახლავთ ინტერვენციული კარდიოლოგიის უმნიშვნელოვანესი,ინვაზიური დიაგნოსტიკური მეთოდი, რომელიც საშუალებას გვაძლევს მაქსიმალური სიზუსტით ვიზუალურად შევაფასოთ.
გულის მკვებავი არტერიების მდგომარეობა.რატომ არის ის ოქროს სტანდარტი? იმიტომ რომ სხვა არცერთი არაინვაზიური კვლეკვა მაგალითად ექოკარდიოგრაფია ან ელექტროგარდიოგრამა არ გვაძლევს ისეთ ამომწურავ ინფორმაციას სისხლძარღვის შიგნით არსებულ ვითარებაზე როგორც კორონაროგრაფია.
პროცედურის არსი შემდეგშია: სპეციალური კათეტრის მეშვებით რენტგენოკონტროლის ქვეშ სისხძარღვში შეგვყავს საკონტრასტო ნივთიერება, ეს გვაძლევს საშუალებას ეკრანზე რეალურ დროში დავინახოთ სისხლძარღვის ნებისმიერი შევიწროება, დახშობა ან თრომბული მასა. თუმცა კორონაროგარფია მხოლოდ დიაგნოსტიკა არ არის,თუ კვლევის პროცესში აღმოვაჩენთ კრიტიკულ შევიწროებას გადავდივართ სამკურნალო ეტაპზე ანგიოპლასტიკასა და სტენტირებაზე.ანუ პაციენტი ერთი პროცედურის ფარგლებში იღებს ზუსტ დიაგნოზს და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მკურნალობას.
მნიშვნელოვანია, რომ პროცედურა ტარდება რადიალური მიდგომით-პროცედურების უმეტესობას ვატარებთ სხივის არტერიიდან და არა ბარძაყის არტერიიდან რაც მნიშვნელოვნად ამცირებს სისხლდენის რისკს და საშუალებას აძლევს პაციენტს პროცედურიდან რამდენიმე საათში შეძლოს გადაადგილება.
6. რა თანამედროვე მეთოდებით მკურნალობენ დღეს ასეთ პაციენტებს კლინიკა ნიუ ჰოსპიტალსში ?
ნიუ ჰოსპიტალსში ჩვენ ვხელმძღვანელობთ ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების უახლესი გაიდლაინებით. მწვავე კორონარული სინდრომის მართვა ჩვენთან ეფუძნება ინტერვენციული კარდიოლოგიის უახლეს მიღწევებს და პირველ რიგში ეს გახლავთ პერკუტანული კორონარული ინტერვენცია.ჩვენს კლინიკაში ფუნქცინორებს ულტრათანამედროვე კათეტერიზაციის ლაბორატორია სადაც 24/7 რეჟიმში მუშაობს მაღალკვალიფიციური გუნდი.ჩვენ ვიყენებთ ბოლო თაობის წამლით დაფარულ სტენტებს, რომლებიც მინიმუმ ამცირებენ სისხლძარღვის განმეორებით შევიწროების რისკს-რესტენოზს. ჩვენი კათეტერიზაციის ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი თაობის ციფრული ანგიოგრაფიით რაც საშუალებას გვაძლევს მინიმალური რადიაციული დატვირთვითა და მაქსიმალური ვიზუალიზაციით ჩავატაროთ მანიპულაცია, რაც საბოლოოდ პაციენტის უსაფრთხიოებისა და მკურნალობის მაღალი ხარისხის გარანტია.
ასევე აღსანიშნავია მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიული მხარდაჭერა რაც გვაძლევს საშუალებას უმოკლეს დროში მოვახდინოთ სპეციფიკური კარდიომარკერების განსაზღვრა რაც უმნიშვნელოვანესია მწვავე კორონარული სინდრომის მართვაში.
მულტიპროფილური მიდგომა, საჭიროების შემთხვევაში მყისიერად ერთვება კარდიოქირურგიული გუნდი და ეს არის უსაფრთხოების უმაღლესი გარანტი.
რაც შეეხება პოსტპროცედურული მართვას, ჩვენი ინტენსიური კარიდოლოგიის განყოფილება აღჭურვილია უახლესი მონიტორინგის სისტემებით რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი რეაბილიტაციის პირველ საათებში.
ნიუ ჰოსპიტალსში ჩვენი მიზანია არა მხოლოდ პაციენტის გადარჩენა არამედ მისი ცხოვრების ხარისხის სრული აღდგენა,რათა ადამიანმა შეძლოს დაუბრუნდეს აქტიურ სოციალურ და პროფესიულ ცხოვრებას.