უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია "პროსპექტის" პარტნიორის, ლევან ელიზაბაშვილის შეფასებით, ბინებზე მოთხოვნა დეკემბრიდან დღემდე არ აღმდგარა.
როგორც მან გადაცემა "უძრავი ქონების პროსპექტში" სტუმრობისას განაცხადა, თუკი მდგომარეობა არ დასტაბილურდება, თვითღირებულების ზრდის მიუხედავად, სექტორს 2-3-თვიან პერიოდში ფასების კლება მოუწევს.
მისივე ინფორმაციით, მიწოდების შემცირების მიზნით, საბანკო სექტორს ახალი პროექტების დაფინანსება დეკემბრიდან დღემდე სრულად შეჩერებული აქვს.
"თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში უძრავი ქონების ბაზარი ასეთ მდგომარეობაში არ ყოფილა. ვითარება საკმაოდ საყურადღებოა, ტრანზაქციები საკმაოდ შემცირებულია, ნებართვების რაოდნეობა ისევ მაღალია. მიწოდებას და მოთხოვნას შორის ბოლო 3 თვეში აშკარად შეიმჩნევა დისბალანსი.
ფასების კლება ჯერ ნამდვილად არ არის დაფიქსირებული, ეს დეველოპერების მხრიდან იქნება უკანასკნელი სიგნალი იმისა, რომ სექტორი მძიმე მდოგმარეობაშია თუმცა ამის ნიშნები უკვე არსებობს. პრობლემის გადავადებას სექტორი იწყებს განსაკუთრებული პირობების შეთავაზებით, სააქციო ფასებით, შიდა განავადებებით და ა.შ.
უძრავ ქონებაზე მოთხოვნას ორი ფაქტორი განაპირობებს, ერთი ბუნებრივი მოთხოვნა საცხოვრებელზე და მეორე საინვესტიციო. საინვესტიციო მიმართულებით დიდი დარტყმაა, ამან გამოიწვია ის, რომ ეს კატეგორია ბინას აღარ ყიდულობს. არასტაბილური გარემოს გამო კი კლებაა ბუნებრივ მოთხოვნაშიც.
საგადასახადო და მოსაკრებლების მიმართულებას რომ გადავხედოთ, ვნახავთ, რომ საგადასახადო მხრივ ორი დარტყმა მიიღო სექტორმა. ერთი აქციზის გადასახადი იმპორტირებულ არმატურაზე და მეორე 1%-ის ნაცვლად 20%-იანი დაბეგვრა. ამას გარდა მნიშვნელოვნად გაიზარდა მოსაკრებლები. მთელ რიგ კორპუსებში სადაც კონკრეტულ სერვისებში იხდიდნენ X-ს თანხას, დღეს იხდიან 3x-ს. თუმცა ამ ხარჯების ზრდის მიუხედავად, მე ვფიქრობ, რომ გარდაუვალია ფასების კლება, არ ვიცი ეს იქნება 5-10% თუ მეტი, დღეს იქნება თუ ხვალ, მაგრამ თუ ჩარევა არ მოხდა ეს პროცესი დაიწყება. თუ ეკონომიკური პროცესი არ დალაგდა 2-3 თვის განმავლობაში დეველოპერული სექტორს ბოლოს მოუწევს მარჟის შემცირების ხარჯზე დასწიოს ფასები. ან მოხდება სახელმწიფოს ჩარევა ისე როგორც ეს მოხდა კოვიდის დაწყებისას." - განაცხადა ლევან ელიზბარაშვილმა.