ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაშიბიზნესპარტნიორიქვეყნის მაგისტრალური გზების მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა და ხაზიგაუსვა, რომ საქართველო შუა დერეფნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლია.

მინისტრის განცხადებით, დღეს ქვეყანაში უკვე აშენებულია 383 კილომეტრი მაგისტრალი და საერთაშორისოსაგზაო დერეფნების განვითარება აქტიურად გრძელდება. მისი თქმით, ტურისტული სეზონისთვის სრულად გაიხსნება გურიის მაგისტრალის დარჩენილი მონაკვეთები და თბილისიდან ბათუმამდე გადაადგილებაშეუფერხებლად იქნება შესაძლებელი, გარდა სამტრედიის ხიდის მონაკვეთისა.

ამასთან, წელს დაიწყება ბათუმისარფის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობა, სადაც რეგიონშიერთ-ერთი ყველაზე დიდი გვირაბი აშენდება, ქვეშეთიკობის პროექტის მსგავსად.

მინისტრმა ასევე ისაუბრა თბილისის შემოვლით გზაზე, რომელიც უკვე ტენდერის ფაზაშია. უახლოეს პერიოდში გამოვლინდება მეორე ლოტის გამარჯვებული - წიწამურიდან ავჭალამდე მონაკვეთზე. რამდენიმე დღეში გამოცხადდება მესამე ლოტის ტენდერი (ავჭალა–თბილისის ზღვის მიმართულება), ხოლო შემდგომი ლოტები მოიცავს ლილო–ლოჭინის მონაკვეთს. მისი თქმით, ყველა ეს პროექტი წელს დაიწყება.

თბილისის შემოვლითი გზა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა როგორც შუა დერეფნის უწყვეტობისთვის, ისეთავად დედაქალაქის სატრანსპორტო განტვირთვისთვის,”-აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

მისი თქმით, კახეთის მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს საგარეჯობადიაურის მაგისტრალუსი გზის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები. წელს გამოცხადდება ბადიაური-ბაკურციხისა და ბაკურციხელაგოდეხის მონაკვეთების ტენდერები, ასევე დაიწყება მშენებლობა გურჯაანისა და თელავისმიმართულებით.

მთავრობას აქვს ამბიციური გეგმები და იგეგმება გაცილებით მეტი პროექტის განხორციელება, ვიდრე აქამდე. მათ შორისაა ანაკლიის პორტთან დამაკავშირებელი 17-კილომეტრიანი გზა და სამტრედიაზუგდიდის 4-ზოლიანი მაგისტრალი, რომლის პროექტირებაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია,”-განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

ასევე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა რუსთავიწითელი ხიდის მიმართულებით. აღნიშნულ პროექტზემთავრობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობს და იმედოვნებს, რომ მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება.

 ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.