საქსტატის მონაცემებით, 2Q26-ში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს რკინიგზით გადატანილია 19.9%-ით მეტი, სულ 3.9 მილიონი ტონა ტვირთი. აღნიშნული მოცულობის 6.7% მოდიოდა ადგილობრივ გადაზიდვაზე, 33.5% - საერთაშორისო გადაზიდვაზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო 59.8% ტრანზიტზე.
2Q26-ში საერთაშორისო გადაზიდვის რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის ჯამური მოცულობის 75.3% მოდიოდა ქვეყანაში შემოტანილ ტვირთზე, 24.7% კი - ქვეყნიდან გატანილზე.
2Q26-ში რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 38%-ს გამომგზავნ ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენდა, 22.7%-ს გამომგზავნს - აზერბაიჯანი, თითოეული დანარჩენი გამომგზავნი ქვეყნების წილი კი 10-10%-ზე ნაკლები იყო (ჯამურად 39.3%).
2Q26-ში რკინიგზით გატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 17.4%-ს დანიშნულების ქვეყანას სომხეთი წარმოადგენდა, 10.1 პროცენტისას - რუსეთის ფედერაცია, 7.1 პროცენტისას - ყაზახეთი, ტვირთის მიმღები თითოეული დანარჩენი ქვეყნების წილი კი შედარებით ნაკლები იყო (ჯამურად 65.4%).
2Q26-ში ტრანზიტით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის განაწილება დანიშნულების ქვეყნის მიხედვით შემდეგნაირი იყო: 8.2% - თურქეთი, 8.1% - ნიდერლანდები, 5.5% - ჩინეთი, 2% - რუმინეთი, 1.8% - იტალია, 1.2% - უკრაინა, დანარჩენი კი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა. ამავე პერიოდში, ტრანზიტით გადატანილი ტვირთის 6.6%-ს გამომგზავნ ქვეყანას ბრაზილია წარმოადგენდა, 2.5 პროცენტისას - თურქეთი, ხოლო დანარჩენი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა.
საანგარიშო პერიოდში, რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 32.7% მოდიოდა კოქსისა და რაფინირებული ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფზე; 22.2% - ქიმიკატების, ქიმიური პროდუქტების და ხელოვნური ბოჭკოების; რეზინის და პლასტმასის პროდუქტების სასაქონლო ჯგუფზე, ხოლო 13.7% - საკვებ პროდუქტებზე, სასმელებზე და თამბაქოზე.
2Q26-ში სასაქონლო ჯგუფების მიხედვით განაწილება განსხვავებული იყო ადგილობრივი გადაზიდვების შემთხვევაში და 54.5% ლითონის მადანსა და სხვა სამთო და კარიერულ პროდუქტებზე მოდიოდა, 16.6% ეჭირა კოქსსა და რაფინირებულ ნავთობპროდუქტებს, ხოლო 16% - სატრანსპორტო აღჭურვილობის სასაქონლო ჯგუფს.
რაც შეეხება საერთაშორისო გადაზიდვებს, საანგარიშო პერიოდში რკინიგზის საშუალებით ძირითადად შემოტანილია კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (38.6%), სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტები (13.2%), ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები (12.5%), ქვანახშირი და ლიგნიტი; ნედლი ნავთობი და ბუნებრივი აირი (12.4%), ძირითადი ლითონები (7.9%), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (6.8%), ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (2.6%), ხე და ხის კორპის პროდუქტები (2.1%), სოფლის მეურნეობის, ნადირობისა და მეტყევეობის პროდუქტები (1.9%), მანქანები და აღჭურვილობა (1.1%); ხოლო გატანილია ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (34.7%), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (27.3%), ძირითადი ლითონები (11.3%) და ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები (10.8%).
2Q26-ში ტრანზიტული ტვირთის მთლიანი მოცულობის 83.6% სამ სასაქონლო ჯგუფზე მოდიოდა, კერძოდ: კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (36.2%), ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (31.1%), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (16.3%).
საქსტატის მონაცემებით, 2Q26-ში საქართველოს რკინიგზის მიერ გადაყვანილია 425.8 ათასი მგზავრი, რაც 0.5%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამავე პერიოდში მგზავრთბრუნვის მოცულობამ 91.7 მილიონი მგზავრ-კილომეტრი შეადგინა, რაც 2.3%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
2Q26-ში ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 408.4 ათასი მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 95.9%-ს შეადგენს და 3.4%-ით ჩამორჩება 2025 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. ამასთან, საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 17.4 ათასი მგზავრი, რაც დაახლოებით 3.5-ჯერ აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილი მგზავრების 33.4% შემოვიდა აზერბაიჯანიდან, 21.4% შემოვიდა სომხეთიდან, 33.7% გავიდა აზერბაიჯანის მიმართულებით, ხოლო 11.5% გავიდა სომხეთის მიმართულებით.