რუსთავში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ორი საფეხბურთო მოედნის მშენებლობა დასრულების ფაზაშია. ტექნიკურ სტადიონს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აშენებს. სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს მთავრობა 4.9 მილიონ ლარით აფინანსებს.
მშენებლობის ფარგლებში მოეწყო განათებით აღჭურვილი ორი ხელოვნირსაფარიანი საფეხბურთო მოედანი და ტექნიკური ცენტრი, რომელიც სრულად უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი ავეჯითა და მოედნების მოვლისთვის საჭირო ტექნიკით. კომპლექსში ასევე მოეწყო გასახდელები, სველი წერტილები და სამეურნეო სათავსები.
200 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.