აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის რიკოთის ჩუმათელეთი-ხევის გზაზე დარჩენილი 4-კილომეტრიანი 2-ზოლიანი გზა გაიხსნა. ეს იყო უკანასკნელი საგზაო მონაკვეთი, რომელიც ამ დრომდე არ იყო ექსპლოატაციაში შესული.

ამ დრომდე გადაადგილებისთვის გამოიყენებოდა ამ გზის არსებული პარალელური ზოლი, სადაც ორივე მიმართულების ავტომობილი მოძრაობდა. აღნიშნული მონაკვეთი მიმდინარე წლის ზაფხულში გაიხსნა, რის შემდეგაც მეორე ზოლის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.

დღეს გზის მონაკვეთი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ გახსნეს.

ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის სიგრძე 11.7 კილომეტრია და მისი ღირებულება 330 მილიონ ლარს შეადგენს.

ხოლო მთლიანობაში რიკოთის მაგისტრალისმშენებლობა მოიცავს 52 კმ ახალ 4-ზოლიან გზას, 51 გვირაბსა და 97 ხიდს. ამ ეტაპზეავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს 48 კმ-იანიახალი გზით (50 გვირაბითა და 91 ხიდით), რაცმგზავრობის მანძილს 8 კმ-ით ამცირებს დაანახევრებს გადაადგილების დროს.

პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენსდაახლოებით 2.6 მილიარდ ლარს და ისხორციელდება აზიის განვითარების ბანკის (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB), მსოფლიობანკის (WB) სესხებითა და საქართველოს ბიუჯეტისთანადაფინანსებით.