თბილისში, გიორგი გურამიშვილის (ყოფილი გორგასლის) ქუჩა N10-ში (ს/კ 01.18.09.003.031) მდებარე 1 სართულიანი შენობის რეაბილიტაციისა და მის მიმდებარედ ღია ამფითეატრის მშენებლობისთვის შპს „სპორტმშენსერვისი“ ტენდერს აცხადებს.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 215 592 ლარია. წინადადებების მღება 24 ნოემბერს დაიწყება და 29 ნოემბერს დასრულდება. მიწოდების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 185 კალენდარული დღე.

პრეტენდენტს 2019 წლის 01 იანვრიდან ელექტრონული ტენდერისათვის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ სტატუსის მინიჭების თარიღამდე პერიოდში უნდა გააჩნდეს საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობის (არ იგულისხმება გზა, ხიდი, გვირაბი, ხაზოვანი ნაგებობები და სხვ.) სამშენებლო და/ან სარემონტო და/ან სარეაბილიტაციო და/ან სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულების გამოცდილება არანაკლებ 2 234 935 ლარის მოცულობით, ხოლო აქედან ერთი ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული უნდა იყოს არანაკლებ 737 415 ლარის სამუშაოები (ფაქტობრივი შესრულება)

ტენდერის ტექნიკური დოკუმენტაციის თანახმად.  შენობა ფუნქციურად უნდა წარმოადგენს ამფითეატრს რომელსაც აქვს ღია სცენა და ორ იარუსიანი სამაყურებლო ტრიბუნები, ასევე ამფითეატრის კომპლექსის ნაწილია ერთ სართულიან დამხმარე შენობები სხვადასხვა ოთახებით, მათ შორის ცენტრალური ჰოლი, კორიდორი, საპირფარეშოები, გამოსაცვლელი ოთახი, საშხაპეები, სათავსოები, სამეურნეო ოთახი, სცენის დამხმარე სივრცე და საპროექციო ოთახი.

ყველა სახის შესრულებულ სამუშაოზე სწორი ექსპლუატაციის პირობებში საგარანტიო ვადაა განისაზღვრება 3 (სამი) წლით, ამასთანავე ჩამოთვლილ სამუშაოებზე დამატებით განსაზღვრულია შემდეგი საგარანტიო ვადები: 

ძირითადი კონსტრუქციული სისტემა – 20 წელი;  სახურავი - 8 წელი; დანადგარ-მოწყობილობებზე მწარმოებლის მიერ გაცემული საგარანტიო ვადა;

შპს „სპორტმშენსერვისის“ მესაკუთრე სახელმწიფოა, მის 100%-იან წილს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ფლობს. დირექტორი კი გერონტი ცინდელიანია.