საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტთა დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ კონკრეტული მედიასაშუალებები აგრძელებენ დეზინფორმაციის გავრცელებას რიკოთის პროექტთან დაკავშირებით.

 


საავტომობილო გზების დეპარტამენტი აცხადებს, რომ ტყუილია თითქოს რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტი გასულ წელს უნდა დასრულებულიყო. სიცრუეა ისიც, თითქოს დღემდე უცნობია როდის დასრულდება პროექტი. განცხადებაში ნათქვამია, რომ პროექტის დასრულების ვადად გაცხადებულია 2023 წლის ბოლოს.

„პირველ ყოვლისა, გვსურს აღვნიშნოთ, რომ ტყუილია თითქოს რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტი გასულ წელს უნდა დასრულებულიყო. სიცრუეა ისიც, თითქოს დღემდე უცნობია როდის დასრულდება პროექტი. რიკოთის პროექტთან დაკავშირებულ მუდმივ საჯარო კომუნიკაციაში პროექტის დასრულების ვადად გაცხადებულია 2023 წლის ბოლო. ამასთან, საზოგადოებას მუდმივად აქვს ინფორმაცია პროექტზე მიმდინარე სამუშაოების პროგრესის შესახებ და მათი დიდი ნაწილი უკვე სარგებლობს კიდეც გზის ახალი მონაკვეთებით“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

 


მათი თქმით, პროექტთან დაკავშირებით არც კორუფციული ფაქტების არსებობა დასტურდება და კორუფციაში სახელმწიფო უწყებების აბსურდული დადანაშაულება ემსახურება მხოლოდ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას.

 


„კორუფციული ფაქტების არსებობაში მოსახლეობის დარწმუნების მიზნით, გრძელდება სრულიად დაუსაბუთებელი და ცარიელი ბრალდებების ტირაჟირება. ვერ სახელდება ვერცერთი ფაქტი და რეალური ინფორმაციის დამალვისა თუ დამახინჯების ხარჯზე, აქაც მრუდე რეალობის შეთავაზება ხდება მაყურებლისთვის.